ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზები საქართველოში

© photo: Sputnikავტომობილები თბილისში
ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ჰაერს მშენებლობები და ავტომობილები აბინძურებენ

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებია აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, ანუ მტვერი, განაცხადა პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა .

აზოტის დიოქსიდის დაგროვების ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი. რაც უფრო გაუმართავი და ძველია ავტოპარკი, მით მწვავედ დგას ეს პრობლემა, განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება მყარ ერთეულებს – მტვერს, მისი ძირითადი წყაროა სამშეებლო სექტორი, ასევე ღია გრუნტი. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილები გაზონით იშვიათად არის დაფარული, მტვრის წყარო ბევრია.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ისუნთქე სიცოცხლე" – საფრთხე თბილისის ქუჩებში

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოში მტვრით დაბინძურების პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც მსხვილი ნაწილაკებით – PM 10. ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა თბილისში, სადაც მსხვილი ნაწილაკებით დაბინძურების მხრივ  გამოირჩევა წერეთლის გამზირი. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, თბილისში 25 წერტილიდან 20–ში მისი დონე დასაშვებ ნორმაზე მაღალია.

აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა იმ ტერიტორიებზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მელიქიშვილის გამზირზე, მეტრო „ისანთან“.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს. თბილისში ოთხ ადგილზე უკვე დამონტაჟდა ხელსაწყოები, რომლებიც დაბინძურების დონეს ზომავენ. ამას გარდა, სააგენტო ყოველ კვარტალში ერთხელ ჰაერის ინდიკატორულ გაზომვას ატარებს. ქალაქის დაახლოებით 25 წერტილში მონტაჟდება შესაბამისი მოწყობილობები, რომელთა დახმარებით იღებენ სინჯებს და აგზავნიან დიდი ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

რაც შეეხება სხვა ქალაქებისა და რეგიონების მონიტორინგს, ის თანდათანობით უმჯობესდება, აღნიშნა მეგრელიშვილმა. გასულ წელს ავტომატური მონიტორინგის სადგურები დამონტაჟდა ქუთაისში, ხოლო ბათუმსა და ჭიათურაში – 2016 წელს.

შემოდგომა სვანეთში - Sputnik საქართველო
სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს

ამასთან, ჰაერის დაბინძურებას ბრძოლას უცხადებს თბილისის მერიაც.

მიმდინარე წლის მარტში „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ამოქმედდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერ გაიზარდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ეკოლოგიური პრობლემის დასაძლევად რეფორმების განხორციელებაა აუცილებელი, რომლებიც შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას გეგმავს, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0