თბილისში მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

© photo: Sputnikსაახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში გრძელდება საახალწლო სამზადისი, სამუშაოები ღამით ტარდება

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისში პარასკევს ღამით საახალწლო ილუმინაციის მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

განათების მონტაჟი მთავარ ნაძვის ხეზე თბილისში - Sputnik საქართველო
სად განთავსდება ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე

გზა ავტოტრანსპორტისთვის დილის 07:00 საათამდე იქნება დაკეტილი.

წინასაახალწლო სამზადისი ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დამონტაჟდა საახალწლო განათება. რესპუბლიკის მოედანზე უკვე დაიდგა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც საზეიმოდ 22 დეკემბერს აინთება.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს მერიამ ამ მიზნით სამი მლნ ლარი დახარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0