თბილისში პოლონური ენის უფასო კურსები იწყება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeბიბლოიოთეკა
ბიბლოიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცადინეობები კვირაში ორჯერ ჩატარდება, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პოლონური ენის შემსწავლელი უფასო კურსები პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 15 იანვრიდან დაიწყება.

თუშეთი - Sputnik საქართველო
გაქრობის პირას: საქართველოში თუშების ენას გადაარჩენენ

კურსის ხანგრძლივობა, რომელიც საქართველოში პოლონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ერთი წელი იქნება. მეცადინეობები ეროვნული ბიბლიოთეკის პოლუნურ დარბაზში კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს ჩატარდება.

ჯგუფები ორ დონედ იქნება დაყოფილი: საბაზისო ცოდნის მქონეთა ჯგუფი და ჯგუფი, რომელიც იმ ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც პოლონურ ენასთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. თუმცა, კურსებზე ადგილები შეზღუდულია.

რეგისტრაციის გავლის მსურველებმა უნდა მიმართონ ბიბლიოთეკის პოლონურ დარბაზს ან ორგანიზატორებს.

კურსები საქართველოში პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0