პოლიციამ თელავში მომხდარი სამი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტი გახსნა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ინფორმაციით, სამი ადამიანი თელავში წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით დაჭრეს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თელავში მომხდარი სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთ პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
მოკლა და დამარხა – ბრალდებულმა მამიდის მკვლელობა აღიარა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა სამი ადამიანი თელავში წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0