სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ეხსნება

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ.

ზურაბიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი მთაწმინდის ერთმანდატიანი ოლქიდან 2016 წლის ოქტომბერში გახდა. კვირას ის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ბედნიერი ვარ“ – ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა

„ვაპირებთ, დღეს მივმართოთ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სალომე ზურაბიშვილს შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მან ასევე უპასუხა კონსტიტუციონალისტების ბრალდებებს, რომ ზურაბიშვილმა ინაუგურაცია ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევით ჩაატარა, რადგან დეპუტატი იყო.

„არსად არ წერია, რა ვადებშია საჭირო მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ დღეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

სამშაბათს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლაშა ჟვანია ოფიციალურად დანიშნა, ხოლო საპარლამენტო მდივნად - დიმიტრი გაბუნია.

ყველა ახალი ამბავი
0