თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საახალწლო გარევაჭრობა 18 დეკემბრიდან 14 იანვრის პერიოდში ნებადართული იქნება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თუმცა, საახალწლო დღეებში გარევაჭრობა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში იქნება ნებადართული.
საახალწლო გარევაჭრობისთვის თბილისში 16 ადგილი გამოიყო. ბაზრობები გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონებში განთავსდება.
გლდანი: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, მარატ ნოზაძის ქუჩა; მუხიანი: დუმბაძის გამზირი.
ნაძალადევი: მეტროს სადგურების „ღრმაღელისა“ და „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიები;
დიდუბე: „დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორია, პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა; მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია: ტრანსპორტის ქუჩა; „დეზერტირების ბაზრის" მიმდებარე ტერიტორია: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები
ვაკე-საბურთალო: მეტრო „დელისის" მიმდებარე ტერიტორია; მეტრო „ვაჟა-ფშაველას" მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (შარტავას ქუჩა); სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
ისანი-სამგორი: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (მეველეს ქუჩა); ვაზისუბანი: I მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია;
ვარკეთილი: ვ. კუპრაძის ქუჩა 10 („სვანეთის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია), მეტრო „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორია (ჯავახეთის ქუჩა).
დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე 22 დეკემბერს აინთება. რესპუბლიკის მოედანზე იქნება განთავსებული ასევე, საახალწლო სოფელი და გაიმართება სადღესასწაულო გალა-კონცერტი.