ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცი სცემეს – თავდაცვის სამინისტრომ საქმე აღძრა

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამხედრო პირს სამსახურებრივი უფლებამოსილება ერთი წლით შეეზღუდება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ჯარისკაცის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეკრუტ დავით ბერიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Rustavi2-მა გუშინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დავით ბერიშვილი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ირწმუნება, რომ იგი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ სასტიკად სცემა. ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო მოსამსახურეს ტვინის შერყევა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ჯარისკაცი მეთაურს ცემაში ადანაშაულებს

„დავით ბერიშვილის მიერ გახმოვანებული ფაქტებისა და გარემოებების დეტალური შესწავლის მიზნით ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ბრალეულობა დადასტურდება და დადგინდება, ჩვენ ადეკვატური და კანონშესაბამისი რეაგირება გვექნება", – განაცხადა სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ბაზერაშვილმა.

ზუსტად რა იყო ინციდენტის მიზეზი, უცნობია, თუმცა თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბერიშვილი დისციპლინის დარღვევის გამო დაითხოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფას სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას, ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამხედრო პირს ერთი წლით შეეზღუდება სამსახურებრივი უფლებამოსილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0