თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
უბედური შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „კოლიზეუმთან" დღეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.