ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე: დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებულები მძიმე დაზიანებებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო  პოლიცია.

შსს სისხლის სამართლის საქმეს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0