ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს
პოლიციელები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაპირისპირების შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებს თელავისკენ მიმავალი გზა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა კი სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: დიდი ბოდიში და მადლობა პოლიციას

არსებული ინფორმაციით,  ათამდე  სამართალდამცველი  იმ დროს დაშავდა, როცა გაერთიანებული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პოლიციელთა კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

 დაშავებულები  თელავის რეფერალურ ჰოსპიტალსა  და გურჯაანის საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებით შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებს აღენიშნებათ თავის არეში მიყენებული ტრავმები და დაჟეჟილობები. ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ერთმა პოლიციელმა ინციდენტის დროს ტვინის შერყევაც მიიღო.

დაპირისპირების შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა.

როგორც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სამართალდამცველები  იღებენ ისეთ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.

ყველა ახალი ამბავი
0