ცნობილია ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი

© photo: TBC bank / FBგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 41 საბაგირო გზა იმუშავებს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 15 დეკემბერს გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე" დაყრდნობით.

გუდაური სტუმრებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. სწორედ ამ დღეს – 15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება.

ვადიმ მალოვიჩკო - Sputnik საქართველო
კაცი, რომელმაც გუდაური აღმოაჩინა და თოვლში ,,დატყვევებულთა“ ახალი წელი

სვანეთის კურორტები თეთნულდი და ჰაწვალი სტუმრებს 22 დეკემბრიდან უმასპინძლებს. ზამთრის სეზონი ბაკურიანში ასევე 22 დეკემბერს გაიხსნება.

წელს ზამთრის კურორტებზე სულ 41 საბაგირო გზა იმუშავებს. მხოლოდ გუდაურში იფუნქციონირებს 18 საბაგირო, აქედან ექვსი – ახალი. გუდაურში სულ 20 სათხილამურო ტრასაა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრია.

რაც შეეხება ბაკურიანს, ის ახალ სეზონს რვა საბაგირო გზით შეხვდება. ამ კურორტზე 14 კილომეტრი საერთო სიგრძის შვიდი სათხილამურო ტრასაა.

ახალგაზრდა კურორტ გოდერძიზე ოთხი საბაგირო გზა იმუშავებს. იქ სულ სამი ტრასაა 8 კილომეტრი საერთო სიგრძით.

წელს თეთნულდში ოთხი საბაგირო გზით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, თუმცა ტრასების რაოდენობა ორჯერ მეტია. მათი საერთო სიგრძეა 30 კილომეტრი.

ჰაწვალში ორი საბაგირო გზა იმუშავებს. აქ რვა სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძეა 7 კილომეტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0