თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საახალწლოდ „მთაწმინდის პარკი“, ტრადიციულად, სადღესასწაულო ღონისძიებებზე იწვევს პატარებს.
25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ბავშვებს აქ ერთბაშად ორი თოვლის პაპა – ევროპელი სანტა კლაუსი და ქართველი თოვლის ბაბუა ელოდებათ. მათთან შეხვედრას ბავშვები პარკის საბავშვო ზონის მთავარ მოედანზე შეძლებენ.
მთაწმინდის პარკში ყოველდღიურად გაიმართება საახალწლო კონცერტები, საცირკო წარმოდგენები, სპექტაკლები, გასართობი პროგრამები ანიმატორებთან ერთად და ა.შ. გარდა ამისა, დღესასწაულის ორგანიზატორები ბევრ სიურპრიზსა და განახლებულ დეკორაციებს გვპირდებიან. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
პარკი სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მიიღებს.
22-23 დეკემბერს კი „მთაწმინდის" პარკში საახალწლო ბაზრობაა დაგეგმილი. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება მრავალი საჩუქარი, საახალწლო ნაძვის ხეები, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, სადღესასწაულო აქსესუარები და ტკბილეული. ბაზრობა 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.