თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ნაზვის ხეების ფესტივალი 22 დეკემბერს თბილისში ბამბის რიგში და მეიდანზე გაიმართება.
„სიყვარულით სავსე ქალაქი": კალაძემ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა >>
წელს საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ არამარტო ცნობილი კომპანიები, არამედ ქართველი დიზაინერები. როგორც „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა Meidan Group-ში უამბეს, ფესტივალის მონაწილეების რაოდენობა უკვე 30-ს აღწევს.
„გვსურს ამ ქუჩის მიმართულებისა და სპეციფიკის შეცვლა და კაფეებისა და რესტორნების უბანი ქართველი დიზაინერების სივრცედ ვაქციოთ. ამიტომ წელს უმრავლესობა ნაძვის ხეების ავტორები იქნებიან ქართველი დიზაინერები და არა კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები. ძირითადად ესენი არიან Tbilisi Fashion Week-ის დიზაინერები და კიდევ რამდენიმე ახალი და საინტერესო სახელი და ბრენდი“, - გვიამბეს ორგანიზატორებმა.
ფესტივალზე ასევე საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
16:30 საათზე ფესტივალზე დაიწყება მუსიკალური პროგრამა - ჯგუფ „გობლინების“ გამოსვლა. ფესტივალი სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.