ქართველ მასწავლებელს მილიონი აშშ დოლარის მოგების შანსი აქვს

© Facebook / photo: Lado Apkhazava / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიიღო, რითაც საშუალება მიეცა ერთი მილიონი აშშ დოლარი მოიგოს

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა საერთაშორისო კონკურს The Global Teacher Prize 2019-ის ფინალში გავიდა, ნათქვამია ღონისძიების ვებგვერდზე.

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოლებს.

ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.

გიორგი ქოჩქიანი - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ სვანეთიდან 13 წლის გიდი დააჯილდოვა

ლადოს მთავარი მიზანია - მოსწავლეების აღზრდა აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად, რათა ისინი კრიტიკული აზროვნების მქონე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. 2003 წელს მან დააარსა ბანაკი, სადაც მოსწავლეებს არაფორმალური ცოდნის მიღება შეუძლიათ. შემდგომში ბავშვებმა ამ ადგილს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.

სწავლების პროცესში აფხაზავა პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიას იყენებს და მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია. ის ასევე ავტორია პროექტის „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეების გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება.

განათლების სამინისტრო: პედაგოგების ხელფასი 2 ათას ლარამდე გაიზრდება >>

ერთ-ერთმა მისმა პროექტმა „ეთნო-რძლები“ საერთაშორისო ჯილდო მიიღო. პროექტი მიზნად ისახავს ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის განვითარებას. მისი მთავარი დევიზია „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“.

The Global Teacher Prize-ის გამარჯვებულის გამოვლენისას რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება ხდება: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; მიღწევები სკოლის მიღმა; მასწავლებლის პროფესიის შესწავლით სხვების დაინტერესება; წვლილი პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში; კლასში მოსწავლეების სწავლისას თვალსაჩინო შედეგები; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციის კალაპოტში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემით.

ყველა ახალი ამბავი
0