„სიყვარულით სავსე ქალაქი": კალაძემ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა

© photo: Sputnikსაახალწლო განათება
საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო სოფელში გასართობი ყველა გემოვნების ადამიანს ელოდება.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბერს საახალწლო სოფელი გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს

საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იმოქმედებს. სტუმრებს ელოდება თემატური კონცერტები და საშობაო ბაზრობა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი პროგრამა. მერის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებში 500-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

„რაც შეეხება გალა-კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრი ყველა დროის ყველაზე საყვარელ კინომუსიკას შეასრულებს. რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები გაჟღერდება", – აღნიშნა მერმა.

კალაძის განცხადებით, სულ 170 მუსიკოსი შეასრულებს 40 ნომერს. ხოლო 7 იანვარს საახალწლო სოფელს დაასრულებს მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი", რომელიც ღია ცის ქვეშ პირველად შესრულდება.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო მთავარი სლოგანი გახდება „სიყვარულით სავსე ქალაქი".

მერს ქალაქის სხვა რაიონებში ღონისძიებებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0