საქართველოში შესაძლოა სიგარეტი ისევ გაძვირდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliჯიხური ავტობუსის გაჩერებაზე
ჯიხური ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2024 წლისთვის აქციზი სიგარეტის ღირებულების 60%-ს შეადგენს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახდო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც უფილტრო სიგარეტზე აქციზის გაზრდას ეხება, პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის, განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

საქართველოში მწეველთა სასარგებლოდ დათმობებზე მიდიან >>

უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს უნდა გაუტოლდეს. 2017 წლის იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის კოლოფის აქციზი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარს გაუტოლდა.

ზოიძის განმარტებით, ეს კეთდება იმისათვის, რომ მწეველები უფილტრო სიგარეტზე არ გადაციდნენ.

დღეს აქციზი სიგარეტის ღირებულების 40%-ს არ აღემატება, ხოლო 2024 წლისთვის 60%-მდე გაიზრდება.

საფერფლე - Sputnik საქართველო
SOS! საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება

საქართველო თამბაქოს მოხმარების კუთხით „ეპიდემიის წითელ ხაზზე“ იმყოფება და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, აღნიშნა ზოიძემ.

თამბაქოს ნაწარმზე ფასის მომატება საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ურჩია. ჯანმო მიუთითებს საგანგაშო სტატისტიკის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოში მოწევისგან ყოველწლიურად 11,4 ათასი ადამიანი კვდება.

ჯანმო-ს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

1 მაისიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის შენობაში. გამონაკლისია რესტორნებისა და ბარების ღია ვერანდები ან ტერასები.

მოწევასთან ბრძოლის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება მწეველებისთვის დათმობებზე წავიდა. პარლამენტმა 6 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად მოწევა ნებადართული გახდება სასწავლო დაწესებულებების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

ყველა ახალი ამბავი
0