საქართველოში მწეველთა სასარგებლოდ დათმობებზე მიდიან

© Sputnik / Alexander Imedashviliრევოლუციის მოედანი
რევოლუციის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამბაქოს მოწევა მალე ნებადართული იქნება საავადმყოფოებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და თეატრების სცენებზე.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს 150 დეპუტატიდან 80-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად ამოქმედდა თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები. ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, სამორინეები და სიგარა-ბარები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.

გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე>>>

ახალი ცვლილებების მიხედვით კი, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდება.

კერძოდ, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა აქ მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ასეთი ადგილები სამზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო ფართობი არ უნდა აჭარბებდეს 20 კვადრატულ მეტრს. 

მარილი - Sputnik საქართველო
თუ თამბაქოს სუნის გაქრობა გსურთ, ანუ მარილის სასარგებლო თვისებები

თამბაქოს მოწევა ასევე ნებადართული გახდება თეატრალური წარმოდგენის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას. მსახიობების მიერ სცენაზე თამბაქოს მოხმარება დასჯადი იყო, ახლა კი დასაშვები გახდება.

გარდა ამისა, ჯარიმა შემცირდება საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, რომელიც, მოქმედი კანონით, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვის წესების დარღვევისთვის 500 ლარით ჯარიმდება, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კი 200 ლარით დაჯარიმდება.

2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა ნებადართულია ღია სტადიონებსა და სასტუმროებში მწეველთათვის განსაზღვრულ ნომრებში.

2022 წლის 31 დეკემბრამდე თამბაქოს გაყიდვა შესაძლებელი იქნება სასაზღვრო კონტროლის ზონებში. მთავარი პირობა – შეფუთვაზე ინგლისურ ენაზე უნდა იყოს გაფრთხილება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 2016 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0