გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.

სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ნოემბერში დაფიქსირებული ფასების ზრდა დოლარის მიმართ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებით არის განპირობებული, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა  გიორგი კაპანაძემ.

„საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტზე და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ აისახება ამა თუ იმ სახის პროდუქციის ფასზე. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ საწვავის ფასებიც, რომლებიც პერიოდულად იზრდება“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

ინფლაციის დონე საქართველოში - Sputnik საქართველო
ფასების ზრდა საქართველოში

ქვეყნის ეკონომიკას ლარის გაუფასურება დიდი ხანია პრობლემად ექცა. ბოლო პერიოდში ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ 8 ნოემბერს მოხსნა – 2,7656 GEL/1$. მართალია, 3 დეკემბრის მონაცემებით 1 დოლარი უკვე 2,6744 GEL/$1 ნიშნულზეა, მაგრამ გარკვეული გავლენა ამ რყევებმა გასული თვის ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე მოახდინა.

გარდა ამისა, აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი წარმოებაც ხშირ შემთხვევაშია დამოკიდებული საწვავის ფასებზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4%-იანი მატება, რაც 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები გაიზარდა ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე 5,7 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი გაძვირა 3,3 პროცენტით, თევზეული – 2,1 პროცენტით, ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1,8 პროცენტით.

თბილისი - Sputnik საქართველო
ლარის ბოლოდროინდელი ვარდნის მიზეზები

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8,3 პროცენტი); ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის საშუალებების ფასები კი  გაიზარდა 1,8 პროცენტით.

ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზეც – 3,8 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-ით არის განსაზღვრული.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინფლაცია მაღალი არ არის, ვინაიდან ეროვნული ბანკი ახერხებს, რომ არ გასცდეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ფასები მაინც იზრდება“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

ექსპერტის თქმით, ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შესანარჩუნებლად ქვეყანას სჭირდება მყარი ეროვნულო ვალუტა, რაზეც ეროვნული ბანკი და სახელმწიფო ერთად უნდა ზრუნავდნენ. მაგალითად, ბიუჯეტის ათვისება თანმიმდევრულად უნდა მოხდეს და არა დეფიციტურად.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
საახალწლო „საჩუქარი“?!. ანუ რატომ გადაიდო საბანკო შეზღუდვები

„თუ სტაბილურ კურსსაც შევინარჩუნებთ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ფასების ზრდა მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს. პირიქით, შესაძლოა მისი კლებაც კი გვქონდეს, თუმცა არა ახალი წლის დღეების პერიოდში, არამედ მომდევნო წლის დასაწყისიდან“, – მიაჩნია გიორგი კაპანაძეს.

რაც შეეხება ახალი წლის წინა პერიოდს, გიორგი კაპანაძის ვარაუდით, შესაძლოა ფასები გარკვეულწილად გაიზარდოს კიდეც, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,8%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9,2 პროცენტით);

ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა „ჯეოსტილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ჩქარდება

ჯანმრთელობის დაცვა – ფასები მომატებულია 5,5 პროცენტით, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,5 პროცენტი);

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოს, აქ ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 8,5 პროცენტით.

 

ყველა ახალი ამბავი
0