ვინ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმრების სია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან, ყოველდღიურად ფართოვდება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ უცხოელი ლიდერებისგან, რომლებიც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არიან მოწვეული, ყოველდღიურად იღებს დადასტურებას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანზე დაყრდნობით.

კახიშვილი: ინაუგურაციის ჩატარების ადგილი კვლავ უცნობია - განიხილება სამი ქალაქი>>>

საქართველომ მოწვევა სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა.

„პროცესი დასრულებული არაა. თქვენ იცით, რომ ყველა ინდივიდუალურად განიხილავს და ამის შემდეგ გვატყობინებენ, ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ როგორც ზეპირ, ისე წერილობით დადასტურებას", – განაცხადა ზალკალიანმა.

ამ დროისთვის საქართველოს მიღებული აქვს დადასტურება სომხეთის პრეზიდენტისგან, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარისგან, ლიტვისა და სერბეთის მეთაურებისგან. ზურაბიშვილის ინაუგურაციას ასევე დაესწრება რუმინეთის ვიცე-პრემიერი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრი.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რას გააკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ

„ჩვენ ველოდებით, რომ საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს. დადასტურება მივიღეთ პოლონეთის პარლამენტისგან – ჩამოვლენ სახელწიფო მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მაგრამ შეიძლება პოლონეთიდან სხვა მაღალი რანგის პირებიც დაემატონ", – აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ასევე დაესწრება აზერბაიჯანის დელეგაცია.

ინაუგურაცია კახეთში 16 დეკემბერს გაიმართება.

ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს, სტუმრების მიღება კი წინანდალში გაიმართება. თბილისში იგი გვირგვინებით შეამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს და გმირთა მემორიალს.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,5%-ზე მეტი მიიღო, მისი კონკურენტი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0