რას გააკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი მზად არის პრეზიდენტის პოსტზე მიღებული გამოცდილება და პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროს პრაქტიკული ცოდნა სხვებს გაუზიაროს

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც კვირის ბოლოს უფლებამოსილება ეწურება, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პოლიტიკური ფილოსოფიის სალექციო კურსს დაუბრუნდება.

სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პოსტს 16 დეკემბერს დატოვებს, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რომელმაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით არჩევნებზე გაიმარჯვა.

„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა >>

მარგველაშვილის GIPA-ს რექტორი 2000 წელს საკონკურსო საფუძველზე გახდა, როდესაც სასწავლებელი 30 სტუდენტით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ერთ პატარა ოთახს იკავებდა. ამჟამად GIPA ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად ითვლება.

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე
რას გააკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე

მარგველაშვილი მთელი ენთუზიაზმით აპირებს დაუბრუნდეს აკადემიურ საქმიანობას, რადგან ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკაზე იყენებდა პოლიტიკური ფილოსოფიის თეორიას - საქართველოს პრეზიდენტის რანგში და ამ პერიოდში დაგროვილი უდიდესი გამოცდილების გაზიარებას სტუდენტებისთვის აპირებს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.

„კიდევ ერთხელ შევდივართ მერამდენე ციკლში, რომ ყველა ერთის წინააღმდეგაა. არ მინდოდა ამაში მონაწილეობა უკვე, 150-ჯერ ერთი და იგივე წყალში შესვლა. ძალიან მომწყინდა ერთი და იგივე რამის ყურება, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოდის ძალა, მერე ამ ძალას უჩნდება აღმატებული, რაღაც აბსოლუტური, ზღვარგადასული შეხედულება საკუთარ უფლებებზე და იმაზე, როგორ შეუძლია ელაპარაკოს საკუთარ ხალხს“, - საუბრობს მარგველაშვილი ტელეკომპანია Rustavi2-ს ეთერში.

საქართველოს მოსახლეობამ მარგველაშვილი პრეზიდენტად ამომრჩეველთა ხმების 60%-ით 2013 წელს აირჩია.

მან მონაწილეობა არჩევნებში „41" ნომრად მიიღო და წარმოადგენდა მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. მარგველაშვილი საკუთარ თავს ივანიშვილის ერთგულ მეგობრად და თანამოაზრედ წარმოაჩენდა, მაგრამ მას ურთიერთობა მმართველ პარტიასთან მისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე გაუფუჭდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარგველაშვილმა უარი თქვა ახალ შენობაში მუშაობაზე და ავლაბრის სასახლე დაიკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. შემდეგ იყო მმართველი პარტიისათვის მნიშვნელოვან კანონპროექტებზე დადებული ვეტოები, მათ შორის განახლებული კონსტიტუციის პროექტზე. სადავო თემა გახდა პრეზიდენტის უფლება შეწყალებაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0