საბავშვო ბაღებს საახალწლო ტკბილეულით მერია მოამარაგებს

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
60 565 აღსაზრდელისთვის გათვლილი საახალწლო ნობათი თბილისის ბიუჯეტს 414 879,25 ლარი უჯდება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო-ბაღებს საახალწლო ტკბილეულით 13 დეკემბრიდან მოამარაგებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ეს მომსახურება ტენდერის წესით შეისყიდა, სადაც მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო.

60 565 აღსაზრდელისთვის გათვლილი საახალწლო ნობათი თბილისის ბიუჯეტს 414 879,25 ლარი უჯდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, საახალწლო ზეიმისთვის, თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისზე თითოეული ბაღისთვის 1000 ლარია გამოყოფილი. წლიური ბიუჯეტის 3% კი ბაღს აქვს თავისუფალი განკარგვისთვის. აქედან გამომდინარე, მშობლების მიერ თანხის შეკრების აუცილებლობა არ არსებობს და მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0