სალომე ზურაბიშვილს თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლების უფლება ექნება

© AP Photo / Shakh Aivazovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციის შემდეგ მის წინამორბედთან შედარებით სახელმწიფო დაცვის ნაკლები წევრი დაიცავს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი, რომელსაც საჯარო მოხელის სტატუსი აქვს, შესაძლოა უმუშევარი დარჩეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საჯარო მოხელის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელთა შესაბამისადაც პრეზიდენტს თანამშრომლების სამსახურიდან ახსნა-განმარტებების გარეშე გათავისუფლების უფლება ექნება. ამავე ცვლილებების თანახმად, გათავისუფლებულ თანამშრომლებს არც კომპენსაციას მისცემენ და არც ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ექნება პერსპექტივა.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძველი კადრების გაშვების გამარტივებისთვის მმართველმა პარტიამ „საჯარო მოხელის შესახებ" კანონის 78-ე მუხლს ერთი წინადადება დაამატა და ამით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაავალდებულა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმონ.

ხელისუფლების ოპონენტების თვალსაზრისით, ამ ცვლილებებით ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს მიეცემა შესაძლებლობა სამსახურში მისთვის სასურველი კადრები მიიღოს.

ცვლილებების განხილვას საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს შეუდგება.

ტელეკომპანიის ცნობით, ასევე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციის შემდეგ მის წინამორბედთან შედარებით სახელმწიფო დაცვის ნაკლები წევრი დაიცავს.

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0