ტოკიოს მერი სალომე ზურაბიშვილს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეპატიჟება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მერი იურიკო კოიკე საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეპატიჟება, რომელიც იაპონიაში მომავალ წელს გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ივანე მაჭავარიანი და ნორიკო სუზუკი - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს გზის მშენებლობისთვის 340 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი იყო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

იაპონიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება გადაწყვიტა>>>

ტოკიოს მერმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იურიკო კოიკე, როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

„შემდეგ წელს იაპონია უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ველი, რომ გიმასპინძლოთ თქვენ და ქართველ ხალხს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სურვილები თქვენ ჯანმრთელობასა და საქართველოს მომავალ აყვავებასთან დაკავშირებით", – ნათქვამია ტოკიოს მერის წერილში.

როგორც იურიკო კოიკე აღნიშნავს, ტოკიოს მთავრობა საქართველოსთან კავშირების გაძლიერებაზე მუშაობს. ორი ქვეყნის საელჩოს მიერ ინიცირებული „გლობალური მეგობრობის პროექტის" ფარგლებში კი ტოკიოს 40 სკოლაში საქართველოს კულტურასა და ისტორიას სწავლობენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. გარდა ამისა, საქართველო და იაპონია თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0