იაპონია საქართველოს გზის მშენებლობისთვის 340 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

© FB / MFA of Georgiaივანე მაჭავარიანი და ნორიკო სუზუკი
ივანე მაჭავარიანი და ნორიკო სუზუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარისთვის დაახლოებით 343 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე შეთანხმებას საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა მოაწერეს ხელი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. იაპონია საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის 15-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

შეთანხმებას ხელი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს>>>

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ.

© FB / MFA of Georgiaდავით ზალკანიანი და ტარო კონო
იაპონია საქართველოს გზის მშენებლობისთვის 340 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს - Sputnik საქართველო
დავით ზალკანიანი და ტარო კონო

„მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ითვალისწინებს არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ იაპონური ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამის მშენებლობას. იაპონურ მხარესთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე მეტყველებს 2017 წელს JICA-ს ქართული ოფისის გახსნა, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთშიც მუშაობს. აღნიშნულ ნაბიჯს ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც JICA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას, არამედ როგორც იაპონიის მხრიდან მზარდი პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილს", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ორშაბათს ეწვია. იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე ეს ამომავალი მზის ქვეყნიდან პირველი მაღალი რანგის ვიზიტია.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის სფეროების, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

გარდა ამისა, საქართველო და იაპონია თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

დღეისათვის ქვეყნებს შორის ცალმხრივი უვიზო რეჟიმი მოქმედებს – იაპონიის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა და ერთი წლის განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ, თუმცა ტარო კონომ დღეს განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონიაც გაამარტივებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0