ბავშვობის ოცნების ასრულება, საყვარელი ინდოელი მსახიობი და მის ფილმში გადაღება

© photo: courtesy of Sasha Jenia Dalashenko Dallasლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე
ლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რომ ინდური კინო უყვართ, ეს ახალი ამბავი არ არის. ჩემი თაობის მეხსიერებას დღემდე შემორჩა ზღაპრის მსგავსი ფილმები, რომლებიც ყოველთვის ბედნიერი ფინალით და სიმღერით მთავრდებოდა.

მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ გავიდოდა წლები და საქართველოში, ჩვენ გვერდით თავად ამ ფილმების „გმირებიც“ რეალურად დასახლდებოდნენ. ინდური კინოს მოყვარულებისთვის ნებისმიერი კავშირი ინდურსა და ჩვენ კინოს შორის სასიხარულოა. ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ქართულ ფილმს „ყველაფერი კარგად იქნება", რომლის დიდი ნაწილიც ინდოეთში, გოაშია გადაღებული. ფილმის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული კინოს ისტორიაში. თავის მხრივ, ინდოელი პროდიუსერებიც იყვნენ საქართველოში, სადაც ინდური ფილმების ფრაგმენტების გადაღება აქვთ გადაწყვეტილი.

ქართულმა ფილმმა „დარჩი ჩემთან“, რომლის პროდიუსერია ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი, თავის დროზე გოას საერთაშორისო ფესტივალიდან მიიღო მოწვევა. ეს ამ ფესტივალზე წარდგენილი პირველი ქართული ფილმი იყო. რაც შეეხება სერიალებს, ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში თურქული სერიალები აქტიურად ჩაანაცვლა ინდურმა.

სულ ახლახან კი საქართველოში დასრულდა ინდური ისტორიული ფილმის „საირას“ ფრაგმენტების გადაღება, რომლის პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი ბოლივუდელი ამიტაბ ბაჩანია. ფილმი ისტორიულია და მაყურებელს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ინდოელების ბრძოლაზე მოუთხრობს. ეპიზოდები ფილმისთვის საქართველოში, სოფელ ნიჩბისში გადაიღეს. კასტინგის შედეგად ინდოელი მებრძოლი ქალების როლზე ქართველები შეარჩიეს, მათ შორის ექიმი და მსახიობი ლელა დალაქიშვილიც მოხვდა.

© photo: courtesy of Sasha Jenia Dalashenko Dallasლელა დალაქიშვილი
ბავშვობის ოცნების ასრულება, საყვარელი ინდოელი მსახიობი და მის ფილმში გადაღება - Sputnik საქართველო
ლელა დალაქიშვილი

– ლელა, ალბათ ამ ფილმის კასტინგზე ინდური კინოს სიყვარულმა მიგიყვანათ?

– ინდური კინო ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. ამიტაბ ბაჩანი ჩემი საყვარელი მსახიობი იყო. მახსოვს, სამგორის მეტროსთან სპეციალურად ჩავდიოდი, რომ მისი გამოსახულებით პლაკატები მეყიდა. ამ მსახიობის ფოტოები სახლში კედელზე მქონდა გაკრული. როდესაც გავიგე, რომ საქართველოში უნდა გადაეღოთ ფილმი, რომლის პროდიუსერიც ამიტაბ ბაჩანი იყო, მივხვდი, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. გადავწყვიტე, რომ კასტინგში მიმეღო მონაწილეობა. თავიდან ინდოელები საქართველოს გადამღებ ჯგუფს დაუკავშირდნენ და კასტინგი ერთობლივი შერჩევით გავიარე. თავდაპირველად ქართველებმა და მერე ინდოელებმა დამამტკიცეს, ანუ წარმატებით გავიარე ორმაგი შერჩევა. მერე სხვა მონაწილეებთან ერთად ქართველებმა და ინდოელებმა დაგვიბარეს.

© photo: courtesy of Sasha Jenia Dalashenko Dallasლელა დალაქიშვილი სამედიცინო კაბინეტში
ბავშვობის ოცნების ასრულება, საყვარელი ინდოელი მსახიობი და მის ფილმში გადაღება - Sputnik საქართველო
ლელა დალაქიშვილი სამედიცინო კაბინეტში

– სად და როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები?

– ფილმის გადაღება სოფელ ნიჩბისში მიმდინარეობდა. როგორც ვიცი, ამ ადგილებში ისტორიულ ფილმებს ხშირად იღებენ. რეპეტიციები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მიდიოდა. ბრძოლის სცენებში, რა თქმა უნდა, ბუტაფორიული იარაღები გვქონდა. ჩვენ განკარგულებაში 300-მდე ულამაზესი ცხენი იყო. გადაღებებზე დილის ხუთი საათისთვის ავტობუსებით გავდიოდით თბილისიდან და იქ უკვე გვხვდებოდა გადამღები ჯგუფი, რომელიც მაშინვე გვაცმევდა ფორმას, შემდეგ გვიკეთებდნენ გრიმს და გვაძლევდნენ საბრძოლო იარაღს. ამ იარაღის გამოყენებას რეპეტიციებზე გვასწავლიდნენ.

© photo: courtesy of Sasha Jenia Dalashenko Dallasლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე
ბავშვობის ოცნების ასრულება, საყვარელი ინდოელი მსახიობი და მის ფილმში გადაღება - Sputnik საქართველო
ლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე

– რა ხდებოდა გადაღებებს შორის შესვენებების დროს?

– გადასაღებ მოედანზე შესვენებების დროს ვანთებდით პატარა კოცონს და მის გარშემო ვსხდებოდით ქართველებიცა და ინდოელებიც. ისინი ინდურად მღეროდნენ, ჩვენ – ქართულად, საოცარი მეგობრული სული იგრძნობოდა. ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი გავიცანი. მინდა ის ადამიანები ვახსენო, ვისთან ერთადაც მთელი თვე გადასაღებ მოედანზე ვიყავით: კასტინგ-მენეჯერის ასისტენტები ლადო ტატუნაშვილი და აჩი მეზვრიშვილი, კასტინგის მენეჯერი ტასო ოქროპირიძე, ზურა (Zuchi) შარვაძე. მინდა მადლობა გადავუხადო ნატალი სვანიძეს, აჯეი ჯეკის (Ajay Jack) და თამთა თავბერიძეს დაუღალავი შრომისთვის. ფილმის დროს დავუმეგობრდი ძალიან კარგ ადამიანებს ინა ალოევას, ეკა სალარიძეს და ხათუნა ამირბეგაშვილს.

© photo: courtesy of Sasha Jenia Dalashenko Dallasლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე
ბავშვობის ოცნების ასრულება, საყვარელი ინდოელი მსახიობი და მის ფილმში გადაღება - Sputnik საქართველო
ლელა დალაქიშვილი გადასაღებ მოედანზე

– ვიცი, რომ ეს არ იყო პირველი ფილმი, სადაც გადაგიღეს...

– სამედიცინოსთან ერთად მე დავამთავრე თეატრალური კერძო სასწავლებელი, სადაც თეატრის მსახიობები მასწავლიდნენ. დამთავრებისთანავე გადამიღეს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „კუნძული“, ის იყო ჩემი პირველი გადაღება. ასევე გადამიღეს ირლანდიელების ფილმში „მეზობლები“ და სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ლიფონავას და პაატა ქვლივიძეს, რომლის წყალობითაც ამ სერიალში მოვხვდი. როცა თეატრალურზე ჩავაბარე, სახლში არავინ იცოდა, ერთ დღეს გავიპარე და გამოცდაზე გავედი. ადრე თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალშიც ვმუშაობდი და სამხედრო ჩინიც მაქვს. თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი გენერალ-მაიორ ალექსანდრე რამიშვილთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში ქალბატონ მარიკა ბარნოვასთან, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილებაში. მოკლედ, ამდენი წელი მედიცინის სფეროში ვიყავი. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემ საყვარელ სფეროს დავბრუნებოდი. ეს ინდური ფილმი ჩემთვის საამისოდ მორიგი სტიმული გახდა და თან ბავშვობის ოცნებაც ავისრულე...

 

ყველა ახალი ამბავი
0