ქართულ ავიაბაზარზე AIR FRANCE შემოდის

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკში Air France-ის თვითმფრინავები
 Air France-ის თვითმფრინავები - Sputnik საქართველო
გამოწერა
AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. 2019 წლის  გაზაფხულზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

ლაშა ბარჯაძე - Sputnik საქართველო
როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან

ორწლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა და AIR FRANCE თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას 2019 წლის 31 მარტიდან შეუდგება.

ფრენები პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით  კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას AEROBUS A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანს SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0