როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
ლაშა ბარჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოგზაურობა ბედნიერების ელექსირია, რომელიც ხშირად უნდა მიიღოს ადამიანმა. მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა ახლის აღმოჩენისა და რელაქსაციისთვის..."

ეს სიტყვები ტურისტული კომპანია „გუდ თრევლის“ მარკეტინგის მენეჯერს ლაშა ბარჯაძეს ეკუთვნის.

მოგზაურობა ერთგვარი აზარტია. ერთხელ წახვალ და იმდენად გიმძაფრდება დაუსრულებლად მოგზაურობის სურვილი, რომ ვეღარ ჩერდები. ზოგიერთი ადამიანი თავად გეგმავს ტურს, ზოგიერთი კი ტურისტული კომპანიის მომსახურებით სარგებლობს. რა უპირატესობა აქვს ტურისტული კომპანიის მიერ დაგეგმილ მოგზაურობას და რომელი მიმართულებაა დღესდღეობით ყველაზე დაბალბიუჯეტიანი, ამის შესახებ ლაშა ბარჯაძე გვესაუბრება.

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
 როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ლაშა ბარჯაძე

- რამდენი წელია რაც „გუდ თრეველი“ ბაზარზე ოპერირებს და რა გამოცდილება მიიღო ამ ხნის მანძილზე, რა გზა გაიარა დღემდე?

- „გუდ თრეველი“ არის 10 წლიანი გამოცდილების მქონე ტურისტული კომპანია. წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსე იყო, მაგრამ ყველანაირად შევეცადეთ ქართულ ბაზარზე შეგვექმნა ხარისხიანი და მომხმარებელზე მორგებული სერვისი. 

- ბოლო პერიოდში რა მდგომარეობაა ტურიზმის სფეროში? იმატა თუ იკლო  მოგზაურობის მსურველთა რიცხვმა?

- ვიზალიბერალიზაციამ განაპირობა მოგზაურობის მსურველთა რიცხივს საკმაოდ დიდი ზრდა ევროპის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია.

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
 როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ლაშა ბარჯაძე

- როგორ უნდა დაგეგმონ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტური, რომ იაფიც იყოს და საინტერესოც?

- პირველ რიგში, უნდა შეარჩიონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა-ქალაქი. შემდგომში მოიძიოს ყველანაირი ინფორმაცია წინასწარ, რომ ადგილზე არ დახარჯოს ბევრი დრო. შეეცადოს მაქსიმალურად ადრე შეიძინოს ავიაბილეთები-სასტუმრო, ან იმ პერიოდისთვის თუ არის რაიმე დღესასწაული და მოსალოდნელი ფასდაკლებების სეზონი თვალი ადევნოს და დროულად იყიდოს. გადაადგილდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მეტროთი, ჭამოს სწრაფი კვების ობიექტებში და ასე შემდეგ.

- რა უპირატესობები აქვს ტურისტული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ტურს?
- ტურისტული კომპანიით ტურის დაგეგმვას უამრავი უპირატესობა აქვს, ძირითად შემთხვევაში უფრო იაფია, სააგენტოს აქვს ისეთი საგზურების გაყიდვის საშუალება, რომელსაც ინდივიდუალურად ვერ შეიძენ, ხშირია ფასდაკლებები, ყველა საბუთსა თუ დეტალს გიგვარებენ და რაც მთვარია დაზღვეული ხართ ფორსმაჟორისგან.

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
 როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ლაშა ბარჯაძე

- ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი ქვეყანა, ქალაქი რომელია ამ ეტაპზე? რას ირჩევენ ყველაზე ხშირად? სად ურჩევ დასვენებას ქართველ მოგზაურებს?

- დასასვენებლად ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქვეყნებია თურქეთი და ეგვიპტე, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადია. სანახაობრივად ყველაზე ბიუჯეტური საგზური გვაქვს იტალიის ჯგუფური ტური, რომელიც ასევე მოთხოვნადია.

- აზიის ქვეყნებზე რას გვეტყვით? რამდენად ხშირია ამ მიმართულებებზე მოთხოვნა? ალბათ ბევრს სურს ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება, თუმცა ეს არც ისე იაფი ჯდება...

- აზიის ქვეყნებზე ნამდვილად დიდი ინტერესია. ამჟამად სეზონია ეგზოტიკურ ქვეყნებში. ტაილანდი, შრი ლანკა, გოა, მალდივები და ბალი არის ყველაზე მოთხოვნადი. მაგრამ როგორც თავად აღნიშნეთ საკმაოდ ძვირია აზიის ქვეყნებში მოგზაურობა საქართველოდან, ვინაიდან არ დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები.

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
 როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ლაშა ბარჯაძე

- რაც შეეხება შიდა ტურებს, საქართველოში შიდა ტურების რაოდენობა გაზრდილია? რამდენად პოპულარულია ქართული ტურები ადგილობრივი მომხმარებლისთვის?

- შიდა ტურიზმი საკმაოდ გაზრდილია, რაც ძალზედ სასიხარულოა. მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება. ყალიბდება ვიქენდის ქალაქგარეთ გატარების ტრადიცია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის საკმაოდ კარგ და წამახალისებელ ღონისძიებებს გეგმავს. მაგალითად სასტუმროებზე დიდი ფასდაკლებები, რაც ეხმარება როგორც სასტუმროს ბიზნესს, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებას.
- დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ რეგიონზე ფიქსირდება?

- ყველაზე მოთხოვნადი კახეთისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონია.

© photo: courtesy of Lasha Barjadzeლაშა ბარჯაძე
 როგორ ვიმოგზაუროთ იაფად - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ლაშა ბარჯაძე

- ტურიზმის სფეროში ალბათ არაერთი პრობლემა არსებობს. საქართველოში ძირითადად რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას ტურისტული სფერო?
- შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმი საქართველოში ახლად დაბადებული სფეროა, რომელიც საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება. შესაბამისად პრობლემებიც საკმაოდ ბევრია. მთავარი პრობლემა მაინც მომსახურეობის სფეროა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0