სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვას „მწვანე აუნთო“

© Sputnik / Denis Aslanovსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე საბერძნეთის მოქალაქეებმა მოიგეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელ უცხოელებს, შესაძლოა, ვალდებულებები დაეკისროთ>>>

საქართველოს პარლამენტმა მორატორიუმი ივნისში გამოაცხადა. ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელობის შესახებ" კანონში, რომელსაც განახლებული კონსტიტუციის ძალაში სრულად შესვლამდე უნდა ემოქმედა, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვა იკრძალება.

იმერეთის რეგიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა უცხოელთათვის მიწების მიყიდვის მორატორიუმს მხარი დაუჭირა

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ მიმართეს. ისინი ეყრდნობოდნენ იმას, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმას, კერძოდ, 21-ე მუხლს „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". ამასთან, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია უფლებების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ არ ირღვევა საკუთრების უფლების არსი.

სასამართლოზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განახლებული კონსტიტუცია ახლებურად არეგულირებს საკუთრებაზე უფლებას და გამორიცხავს უცხოელების კონსტიტუციურ უფლებას სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის შესახებ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლამდე, არ უნდა ითვლებოდეს მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის ნაწილად", – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

განახლებული კონსტიტუცია სრულად ძალაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, რომელიც თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ცხრა დღე იმუშავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0