შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის ჩაბარება არ მოუწევთ

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესში შესაძლო კარდინალური ცვლილებების შესახებ.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო გამოცდების სიიდან ქართული ენის ამოღებას აპირებენ. გარდა ამისა, საუბარი იყო სხვა ცვლილებებზე საგამოცდო პროცესში, რასაც ცენტრის სპეციალისტები კატეგორიულად უარყოფენ.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს >>

„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები – ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – განუცხადა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე

კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ცენტრის ოფიციალური ვებგვერდზე, აღნიშნა მან.

მისაღები გამოცდები 2020 წლიდან ახლებურად ჩატარდება >>

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ასევე განაცხადეს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 წელს რაიმე კარდინალური ცვლილებების გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება ტესტირების ფორმატს, ცვლილება შეეხება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდებს.

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი გამოცდა ბარდება. აქედან სამი სავალდებულოა - ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები, უცხო ენა. ერთი გამოცდა არჩევითია - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0