თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 15 და 16 დეკემბერს იაპონური კინოს ფესტივალი იაპონიის საელჩოსა და იაპონიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
პროგრამაშია ოთხი მხატვრული ფილმი - კან ისიბასის „ცხოვრების დაპირება“ IT-კომპანიის თანამშრომლის ცხოვრებისეული ფასეულობების გადაფასების შესახებ, ფილმი ბეისბოლის შესახებ „ვანკუვერ ასაჰი“ (იუია ისიი), ასევე რომანტიკული ფილმები „მისტიური გოგონა“ და „ცხოვრების ბრწყინვალება“.
სეანსები კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. ფილმები იაპონურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები.
სეანსები 14:00 და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
იაპონური კინოს ფესტივალის დაწვრილებითი პროგრამა იხილეთ აქ.