პარლამენტთან გაშლილ კარვებში თბილისის მერიამ გათბობა დაამონტაჟა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციების მხარდამჭერთა კარვები
სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციების მხარდამჭერთა კარვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის თხოვნით, შვილმოკლულმა მამებმა აქციის ადგილმდებარეობა 7 დეკემბრამდე უნდა შეცვალონ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში, სადაც შვილმოკლული მამები – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ღამეს ათევენ, ელექტროგაყვანილობა და გათბობა დაამონტაჟა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისელებს საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმა შესთავაზეს>>>

სარალიძე და მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას სექტემბრიდან მართავენ. მერიამ კარვებში ელექტროენერგიის გაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის მონაწილეებმა შეშის ღუმელი მიიტანეს.

„მე არასდროს არაფერზე მიტრაბახია, სიმართლე უნდა ვთქვა. იქ შუქი იყო, უბრალოდ თვითნებურად, კუსტარულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შეიძლება პრობლემა წარმოქმნილიყო და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ ელემენტარულად ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, რათა ადამიანები არ დაზიანდნენ", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ზაზა სარალიძემ, თავის მხრივ, ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგიის გაყვანისა და ოთხი გამათბობელის დამონტაჟებისთვის.

„მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენ უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი", – განაცხადა სარალიძემ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სარალიძის შვილის მკვლელი დაისჯება

სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა 31 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავით სარალიძის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ. სასამართლომ დღემდე ვერ შეძლო პასუხი გაეცა კითხვაზე - ვინ მოკლა სარალიძე. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, მეორე კი დამნაშავედ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს-მ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, საპროტესტო აქციები შეწყდა. თუმცა, ორივე სტრუქტურის მუშაობის შედეგმა სარალიძე არ დააკმაყოფილა და სექტემბრიდან აქციები განაახლა. ამჯერად მან მისი შვილის მკვლელობაში ყველა დამნაშვის დასჯასთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაც წამოაყენა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, იგი სასიკვდილოდ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების მიზნით ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0