შურისძიება აღმოსავლეთ საქართველოში - განრისხებულმა ხალხმა ორი სახლი დაწვა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსაპატურლო პოლიცია
საპატურლო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლინჩის წესით გასამართლების“ მოთავეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდას რაიონის სოფელ ფოკას მცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული თანასოფლელის ორი სახლი და მანქანა დაწვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ყარაჯალარში 42 წლის მამაკაცი 15-მდე კაცმა სცემა და გააუპატიურა

ტელეარხის მონაცემებით, ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა, შედეგად განადგურდა ორი სახლი და მანქანა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა და ორი პირი „ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურების“ ბრალდებით დააკავა, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტს, ტელეარხის მონაცემებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ძველი კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით არის ჩადენილი.

ყველა ახალი ამბავი
0