გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა გაძვირდა

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის კურორტებზე საბაგიროების ღირებულება უცვლელია

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 25%-ით  გაძვირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

საქართველოს ზამთრის კურორტები 8 დეკემბრიდან გაიხსნება>>>

განახლებული ტარიფები მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გამოაქვეყნა.

განახლებული ტარიფების მიხედვით, გუდაურში საბაგიროთი სარგებლობის  1-დღიანი აბონემენტის ფასი  50 ლარი გახდა  (საბავშვო- 25 ლარი), წინა სეზონზე მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა. 2-დღიანი აბონემენტის ღირებულება 80-დან 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე, თუ 10-დღიანი მულტიქარდი 320 ლარი ღირდა, ახლა მისი  ფასი 400 ლარი გახდა (საბავშვო -200 ლარი).

7–დღიანი მულტიქარდის ღირებულება, რომელიც გუდაურზე, ბაკურიანზე, გოდერძიზე და სვანეთზე ვრცელდება, 250 ლარის ნაცვლად, 312 ლარი გახდა (საბავშვო - 180 ლარი). სეზონური მულტიქარდი კი, 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი ეღირება (საბავშვო- 300 ლარი).

გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

წინა სეზონთან შედარებით, საბაგიროების ღირებულება ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის კურორტებზე უცვლელია.

ზამთრის კურორტებზე სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბრიდან გაიხსნება. კერძოდ, 8 დეკემბერს ტურისტული სეზონი საქართველოს ორ სამთო-სათხილამურო კურორტზე — ბაკურიანში, დიდველზე და გოდერძიზე გაიხსნება.  რაც შეეხება გუდაურს, აქ სამთო-სათხილამურო ტრასაზე სეზონი 15 დეკემბერს დაიწყება.

ამიერიდან გუდაური კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება>>>

სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასები 22 დეკემბერს გაიხსნება. გარდა ამისა, ამ დღეს მიიღებს პირველ სტუმრებს ბაკურიანში კოხტა-მიტარბის ტრასები.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0