კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

© FB / Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობა
გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კობი-გუდაურის საბაგირო გზა უამინდობით გამოწვეულ გადაადგილების პრობლემას მოაგვარებს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს.

გუდაური-კობის მიმართულებით საბაგირო გზით გადაადგილებას მოთხილამურეების გარდა მოსახლეობაც შეძლებს.

„კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს", – ნათქვამია განცხადებაში.

კურორტი ახალი გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება

უწყების ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტული სკოლის რეაბილიტაცია და გერგეტის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც.

გუდაური ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სამთო–სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0