ვაკანსია შსს-ში: უწყებაში 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ მოქმედ გამომძიებელთა გადამზადება და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღება გასულ თვეს დაიწყო. 

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ღია კონკურსზე 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდა

უწყებამ განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო. ამ დროისთვის შესული განაცხადების ნახევარი რეგიონებიდანაა.

სამინისტროს ცნობით, იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია გაიაროს კონკურსი და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები კი ფასიან სტაჟირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან.

„სისტემური განახლების ფარგლებში, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა >>

უწყების ცნობით,  უკვე შეფასებულია მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია, შემუშავებულია გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული. ასევე, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში მოქმედ გამომძიებელთა გადამზადება და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღება გასულ თვეს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში, ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან; შინაგან საქმეთა სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის; ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0