გენიალური ქართველი რეჟისორი მოსკოვში დააჯილდოეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრალურ რეჟისორს დამსახურებისთვის  ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადასცეს

თბილისი,  30  ნოემბერი — Sputnik. ქართველ საკულტო რეჟისორ რობერტ სტურუას  რუსული დრამატული თეატრის ფესტივალის „რეჟისურის გაკვეთილები” სპეციალური ჯილდო გადაეცა, ნათქვამია თბილისის შ. რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის განცხადებაში. 

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ რობერტ სტურუა დააჯილდოვა

რობერტ სტურუამ ფესტივალის ფარგლებში მოსკოვის თეატრ  Et Cetera -ში დადგმული სპექტაკლი „რევიზორი.ვერსია” წარადგინა.

სტურუასთან ერთად ფესტივალზე პრიზები გადაეცათ რეჟისორებს რიმას ტუმინასის, კამა გინკასის, ადოლფ შაპიროს, იური ბუტუსოვს, სერგეი ჟენოვაჩისა  და სხვა ცნობილ რეჟისორებს.

ფესტივალი „რეჟისურის გაკვეთილები“ მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში „თეატრალური ხელოვნების ბიენალეს“ ფარგლებში გაიმართა. იგი რუსეთის კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით იმართება და 17 დეკემბერს დასრულდება.

რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. მამამისი — ასევე რობერტ სტურუა, ცნობილი მხატვარი იყო, მისი ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.

რობერტ სტურუამ 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, ხოლო 1980-2011 წლებში მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. დღეს იგი თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რეჟისორი ძალიან კარგად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს. 

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს

2011 წლის აგვისტოში სტურუა „ქსენოფობიური გამონათქვამების“  გამო  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლდა. რეჟისორმა მაშინ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკური მოტივების გამო გაათავისუფლეს.

შემდეგ რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრ Et Cetera–გან  მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე  შემოთავაზება მიიღო. აქ სტურუამ დადგა სპექტაკლები  „კრეპის ბოლო ჩანაწერი“, „შეილოკი“ „ვარსკვლავთბიჭუნა“ და ა.შ.

2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგინეს, 2013 წლის ივნისში კი მან თბილისში საკუთარი თეატრი „ფაბრიკა“ გახსნა.

სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა, რომლებიც ყველა  პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე იყო წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0