პოეტი, პროდიუსერი და მიკრობიოლოგი „უნიკალური იდეების" კონფერენციაზე თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliთსუ, პირველი კორპუსი
თსუ, პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის სტუმრები სხვადასხვა თემაზე - ეკოლოგიიდან ფსიქოლოგიამდე - მრავალ ახალს შეიტყობენ

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რიგით მეექვსე კონფერენცია TEDxTbilisi 1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. კონფერენციამ გამოაცხადა თავისი სპიკერების სია.

TED (ინგლისური სიტყვების აბრევიატურა - echnology, entertainment, design, ანუ, ტექნოლოგიები, გართობა, დიზაინი) ამერიკული კერძო არაკომერციული ფონდია, რომელიც, პირველ რიგში თავისი ყოველწლიური კონფერენციებით არის ცნობილი. მისი მიზანია უნიკალური იდეების გავრცელება. თემები ფართოა - მეცნიერება, ხელოვნება, დიზაინი, პოლიტიკა, კულტურა, ბიზნესი, გლობალური პრობლემები, ტექნოლოგიები და გართობა.

თსუ - Sputnik საქართველო
ქართველ მეცნიერებს მსოფლიო არენაზე დაეხმარებიან

თბილისში კონფერენციაზე წელს სპიკერი გახდა სხვადასხვა სფეროსა და ასაკის რვა წარმომადგენელი. თემები, რომლებსაც ისინი შეეხებიან, მრავალფეროვანია: საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია, ეკოლოგია, ქვეყნის პოლიტიკურ ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნესი, ხელოვნება, საკუთარი თავის ძიება და სხვა.

კონფერენციაზე გამოვლენ „თუშეთის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი რატი (ირაკლი) კოჭლამაზაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის პროექტების მენეჯერი სალი ჯანელიძე, სტუდენტი და მომავალი ვეტერინარი ანა ციციშვილი, ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის 23 წლის პროდიუსერი ზიად ალიევი, პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხი მომუშავე ირინა ჩოჩუა, ჟურნალისტი სალომე აფხაზაშვილი, ბიზნეს-კონსულტანტი ალექსანდრე ჭელიძე.

კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

სხვადასხვა წლებში TEDxTbilisi-ს სპიკერი იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, კომპანია TBC Holding-ის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0