„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათამაშო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც ბავშვს გარემოს შეცნობაში ეხმარება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგანაა ის დამზადებული.

სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ხშირად შეხვდები გაურკვეველი ნივთიერებით დამზადებულ სათამაშოებს. თუმცა ბოლო პერიოდში აქტუალურია ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და ამ მხრივ მშობლების ცნობადობა დღითიდღე მაღლდება. კოტე სვანაძე სოციალური საწარმო „კოდალას“ დამფუძნებელია და საკუთარ საწარმოში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნივთებს აწარმოებს. რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას არაჯანსაღმა მასალამ და რა უპირატესობა აქვს ხის სათამაშოს, ამის შესახებ ბატონი კოტე გვესაუბრა.

© Kote Svanadze / FBკოტე სვანაძე
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
კოტე სვანაძე

- პროფესიით  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ვარ. 2000 წლიდან აქტიურდ ვარ ჩართული, როგორც  სამოქალაქო, არასამთავრობო, ისე კერძო სექტორში. პროფესიიდან გამომდინარე მივიღე მრავალ პროფილური და  პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. ამჟამად პარალელურ რეჟიმში ვხელმძღვანელობ ახალგაზრდულ ორგანიზაცია „დავითიანნს“, რომლის მთავარი მიზანიც არის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ბოლო წლების განმავლობაში კი აქტიურად ჩავერთე საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითრების საქმეში, რომლის შედეგადაც დავაფუძნეთ კიდეც სოციალურის საწარმო „კოდალა“.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- რატომ აირჩიეთ საბავშვო სათამაშოების ხაზი?

- ჩემი  ბავშვობის პერიოდში, როგორც ყველას, ასევე მეც მიტაცებდა ხის სათამაშოები და კონსტრუქციები. თუმცა პროფესიულ დონეზე დაინტერესება შედარებით გვიან მომიწია.  ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე ბატონ ნუგზარ კანდელაკთან საუბრის დროს  გადავწყვიტე ხის სათამაშოების პოპულარიზაციის მიზნით დამეწერა პროექტი და მიმეღო მონაწილება საგრანტო კონკურსში. სწორედ აქედან დაიწყო პირველი ნაბიჯები. იდეა ვაქციეთ პროექტად, დავწერეთ და გავიმარჯვეთ. პროექტის დასრულების შემდეგ (6 თვე) გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, როლის დაძლევაც წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი გუნდის წევრების გარეშე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი შოთა კიკილაშვილი, ჩვენი წარმოების დირექტორი და მხატვარ-დიზაინერი. რომ არა მისი თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება, ნამდვილად ვერ შევძლებდით იმ შედეგების მიღწევას, რითაც დღეს ვამაყობთ.

დღეისათვის ჩვენ საწარმოში დასაქმებული გვყავს 14 შშმ პირი, ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა 200-ზე მეტ ხის სათამაშოების ნაირსახეობას, რომლის შეძენა შესაძლებელია დიდი სუპერმარკეტების ქსელში: „სუპერი“, „გუდვილი“, „სმარტი“ და „აგროჰაბი“.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორად შერჩეული სათამაშო?

- როგორც მოგეხსენებათ, ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია სწორად შერჩეული სათამაშო, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით. გარდა იმისა, რომ ბავშვს საწყის ეტაპზევე ესაჭიროება მოტორული უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელია ამ პროცესში ყურადღება დაუთმოს მშობლებმა, ოჯახის წევრებმა იმას, თუ რა სახის სათამაშოების გარემოცვაში  იზრდება და ვითარდება მათი შვილი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის რკინის შემცველი ნაერთების მქონე სათამაშოებთან.  ბოლო კვლევების თანახმად, აღნიშნული პრობლემა თავს იჩენს უკვე ზრდასრულ ასაკში, რასაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ექცევა.

მე ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა და განსაკუთრებით კი ევროპულ ქვეყნებში, სადაც უმაღლეს დონეზე არის აყვანილი ბავშვების უსაფრთხოების საკითხი და რაც მთავარია ოჯახის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო გარემოს მათი პატარებისთვის, რაც მეტყველებს ევროპული საზოგადოების თვითშეგნებაზე, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ჩვენი დონის განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლებზე. ამ ყველაფერს თავის მხრივ მრავალი სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები და პრობლემები ახლავს თან. თუმცა იმედის მომცემია ის ტენდენციები, რაც ჩენი ქვეყნის საზოგადოების ნაწილში შეინიშნება, კერძოდ დღითიდღე იზრდება ინტერესი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მიმართ და ნელ-ნელა ტრენდულიც კი ხდება აღნიშნული საკითხი.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- რა ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

- ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია 6 თვიდან 10-12 წლამდე მოზრდებისთვის, როგორც ფაზლის ტიპის, ასევე ფიგურული და მექანიკური სათამაშოების ნაირსახეობა.

- რამდენად ინტერესდებიან ქართველი მშობლები ხის სათამაშოებით, როცა ბაზარზე ბევრად იაფიანი მასალით შექმნილი სათამაშოები იყიდება?

- როგორც უკვე აღვნიშნე, დღეისათვის ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელში, სადაც პროდუქციის ღირებულება მერყეობს 7-35 ლარის ფარგლებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ  საფასო პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მორგებული ყველა მომხმარებელზე. ასევე საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა ჩვენი -facebook მომხმარებელი, რომელთა დაინტერესება ჩვენი პროდუქციით დღითიდღე იზრდება.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- როგორც აღნიშნეთ გაიზარდა ცნობადობა და ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ ხის სათამაშოების უპირატესობაზე. კონკრეტულად რა უპირატესობა აქვს ხის სათამაშოს?

- უპირატესობა? პირველ რიგში ხის სათამაშო უსაფრთხოა ჩვენი შვილებისთვის, მასთან შეხება იწვევს დადებითი ენერგეტიკის გადმოცემას, ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. არ არის მალე ფუჭებადი და მტვრევადი.

- თვითონ ხის მასალებში თუა განსხვავება და რომელი უფრო სასარგებლოა?

- რა თქმა უნდა ხის მასალაშიც არის განსხვავება, დღეს ბაზარზე არის სხვადასხვა ხის სათამაშოები, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფანერისგან დამზადებული, რაც არ არის მიზანშეწონილი. ჩვენი სათამაშოების უმრავლესობა მზადდება წიფელის  მასალისგან, რომელიც არის ადგილობრივი და გამოირჩევა თავისი ლამაზი სტრუქტურითა და მდგრადობით.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- სათამაშოს დამზადებისას არ გამოიყენებთ ქიმიური ნივთიერებებს,  ან საღებავებს?

- ჩვენი ვიყენებთ, გერმანულ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რომელიც შეესაბამება ევრო რეგულაციით დადგენილ  EN#71 ფორმასა და სერთიფიკატს.

- სათამაშოების გარდა ხისგან რა ნივთებს ქმნით?

- ასევე ვამზადებთ სხვადასხვა სუვენირებსა და მცირე ზომის დეკორაციულ ნივთებს, მათ შორის: ხის საათებს, ლარნაკებს, საყვავილეებს, ღვინის ბოთლის სადგამებს, ყუთებს და ა.შ.

© photo: courtesy of Kodalaეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
„კოდალა“ - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების საწარმო, სადაც 14 შშმ პირია დასაქმებული - Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ვაპირებთ მეტად განვავითაროთ არაფორმალურ გარემოში  ბავშვებისთვის ხეზე მუშაობის კუთხით შრომითი გაკვეთილების პროგრამა. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში რათა მოვახდინოთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე, რომლის უკვე შემდგარი პრეცენდენტიც გვაქვს და ვაპირებთ მასშტაბების გაზრდას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0