დასახელდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების შემადგენლობა ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში

© photo: FIBA.basketballკალათბურთი. საქართველო-საბერძნეთი
კალათბურთი. საქართველო-საბერძნეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა 12 კალათბურთელის გვარი, რომლებიც ითამაშებენ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ესტონეთისა (30 ნოემბერს) და ისრაელის (3 დეკემბერს) ნაკრებების წინააღმდეგ, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართულ ნაკრებს, სამწუხაროდ, ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია. ესპანური „ბასკონიის" თავდამსხმელი და კაპიტანი ევროლიგაში თავისი კლუბის შემადგენლობაში გამოდის და FIBA-ს რეგლამენტით, თამაშებს ვერ გამოაკლდება.

ამ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს ასევე შენგელიას თანაკლუბელი მეტ ჯენინგი. მის ადგილს გუნდში ნატურალიზებული თად მაკფალენი დაიკავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესტონეთისა და ისრაელის გუნდების წინააღმდეგ:

მოთამაშე გუნდი
გიორგი ცინცაძე „ალ-შამალი", კატარი
თად მაკფადენი „გრან კანარია", ესპანეთი
რატი ანდრონიკაშვილი „ბურგოსი" U-18, ესპანეთი
დუდა სანაძე თავისუფალი აგენტი
მერაბ ბოკოლიშვილი „დინამო" თბილისი

რევაზ როგავა

„ოლიმპი", საქართველო
ლევან ფაცაცია „ქუთაისი", საქართველო
მიხეილ ბერიშვილი „ალ-შამალი", კატარი
ბექა ბურჯანაძე

 „სან-სებასტიანი", ესპანეთი

ილია ლონდარიძე

„აკადემია", საქართველო

გიორგი შერმადინი

„მეგა ბიმაქსი", სერბეთი

გოგა ბითაძე

„მეგა ბიმაქსი", სერბეთი

ამჟამად საქართველოს ნაკრებს აქრივში 11 ქულით L-ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. მესამე ადგილზე განთავსებული სერბეთისგან ზუროსის გუნდს ორი ქულა აშორებს. ჯგუფის ლიდერი 16-16 ქულით არიან გერმანია და საბერძნეთი.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჩინეთში ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს.

ტექნიკური წაგება: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შეხვედრაზე დააგვიანა>>

მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის 30 ნოემბერს ტალინში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0