ტექნიკური წაგება: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შეხვედრაზე დააგვიანა

© photo: FIBA.basketballსაქართველოსა და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა
საქართველოსა და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ნაკრების თამაშზე გამოუცხადებლობის მიზეზი ტრანსპორტით გადატვირთული გზა იყო.

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც მონაწილეობს, ქართველი სპორტსმენები სლოვენიის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გამოცხადდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელი ესპანეთში საუკეთესოდ დაასახელეს

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ნაკრების თამაშზე გამოუცხადებლობის მიზეზი ტრანსპორტით გადატვირთული გზა იყო.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განმარტა, ქართველ კალათბურთელებს ავტობუსზე დააგვიანდათ. 

„ძალიან შორს არის ოლიმპიური სოფელი იმ ადგილიდან, სადაც თამაშები იმართება... რადგან სამუშაო დღეების გამო ტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთული იყო, ავტობუსიც გრაფიკით დადის. ჩვენმა კალათბურთელებმა ეს ვერ განსაზღვრეს“, - განაცხადა ხაბელოვმა.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა იორდანიასთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით 24:4 დაამარცხა მეტოქე. 

ყველა ახალი ამბავი
0