ქობულეთში მამაკაცის მკვლელობა გახსნილია

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე თურქეთში დააკავეს.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი 45 წლის მამაკაცის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცის ცხედარი საკუთარ ავტომობილში დღეს იპოვეს.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ქობულეთში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა.

თურქმა სამართალდამცველებმა ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს და ის ქართველ სამართალდამცველებს სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადმოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მკვლელობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0