თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქობულეთში 45 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
უბედური შემთხვევა სოფელ ჩაისუბანში დღეს მოხდა.
მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარღიდან სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1973 წელს დაბადებულ მ.ც.-ს, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.