ნინო ანანიაშვილი: მინდა ყველას ვთხოვო, მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი

© photo: Sputnik / Juryi Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშინინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიმა-ბალერინას განცხადებით, მან ხმა ახალგაზრდების მომავალს და პენსიონერების მშვიდ ცხოვრებას მისცა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ნინო ანანიაშვილი ისნის N8-ე  საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსმა ხმა „პროევროპულ პარტიას“ მისცა: დღევანდელი არჩევანი ძალიან ადვილია

დღეს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს, მმართველი გუნდის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს - N 48 და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს - N5 - შორის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

„მინდა ყველას ვთხოვო, მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მეც გავაკეთე ჩემი არჩევანი ჩვენი შვილების მომავლისთვის და ჩვენი პენსიონერების მშვიდი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ ასაკის 3 მილიონ 528 ათას 658 მოქალაქეს.  საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ – 39 ქვეყანაში. მთლიანობაში ამ არჩევნებზე 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

არჩევნების პროცესს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის 2,3 ათასამდე ჟურნალისტი გააშუქებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0