სანდრა რულოვსმა ხმა „პროევროპულ პარტიას“ მისცა: დღევანდელი არჩევანი ძალიან ადვილია

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე საკუთარ კანდიდატს უკვე მისცეს ხმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ხმა „ევროპულ ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას“ მისცა. 

საკუთარი არჩევანი მან მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა.

„ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი უნდა იყოს მოქალაქისთვის ძალიან ადვილი. მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას და კანდიდატს“, - განუცხადა სანდრა რულოვსმა მედიას.

მანამდე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარ კანდიდატს უკვე მისცეს ხმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

დღეს, 28 ნოემბერს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს ექვსი წლის ვადით. ეს სახელმწიფო მეთაურის პირდაპირი წესით არჩევის  ბოლო შემთხვევაა, ვინაიდან ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0