საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელოდებით თუ არა ცვლილებებს? – გამოკითხვის შედეგები

გამოწერა
მკითხველთა გარკვეული ნაწილი ცვლილებებს არ ელოდება, რადგანაც პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს

კითხვაზე, „საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელოდებით თუ არა ცვლილებებს" გამოკითხვაში მონაწილეთა 50%-მა უპასუხა „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ გაიმარჯვებს".

მკითხველთა გარკვეული ნაწილი კი ცვლილებებს არ ელოდება, რადგანაც პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს (37.5%).

მკითხველთა 9,4%-მა მხარი დაუჭირა მოსაზრებას „კი, მმართველი გუნდი ახალ პრეზიდენტს მოუსმენს". გამოკითხვაში მონაწილეთა 3,1%-მა კი არჩევანი შეაჩერა პასუხზე „ჩემთვის სულ ერთია".

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0