შინაგან საქმეთა სამინისტროდან 900-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებიდან 919 თანამშრომელი გათავისუფლდა, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

გახარია საქართველოს შსს-ს გამომძიებლების მუშაობით უკმაყოფილოა>>>

2018 წლის პირველ კვარტალში შსს-დან 577 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მეორე კვარტალში - 342.

რაც შეეხება მიღებული თანამშრომლების რაოდენობას, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შსს-ს 363 თანამშრომელი შეემატა - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 113 ადამიანი, მეორე კვარტალში კი 250 ადამიანი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს აფრთხილებს: არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი

შსს-ს ცნობით, 2017 წლის განმავლობაში უწყებიდან 1,2 ათასზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა, 473 კი დასაქმდა.

2017 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახდა, რომელსაც მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა. გახარიას დანიშვნისთანავე დაანონსდა უწყებაში რიგი რეფორმების გატარების შესახებ. ამ დროის განმავლობაში შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, დაიწყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადება ასევე გაჩნდა მართლწესრიგის ოფიცერი - უბნის ინსპექტორის ანალოგი.

ამასთან, სამსახურში მიღებისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად შსს-ში ახალი წესები შეიმუშავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0