პრემიერი: „არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით“

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას საზოგადოებაში დისონანსი შეიტანოს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კახეთში ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს? >>

საქართველოს მოსახლეობას 28 ნოემბერს მოუწევს არჩევანის გაკეთება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინტერესებს წარმოადგენს.

„არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. 2012 წლიდან სწორედ მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
„რა რევოლუცია?!" – ვაშაძემ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ყალბი უწოდა

პრემიერმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე ატვირთულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც საუბრის ერთ-ერთი მონაწილე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხმით თავის რევოლუციურ გეგმებზე საუბრობს. ის აქტივიზაციისკენ მოუწოდებს თავის მოსაუბრეს, რომლის ხმა ძალიან ჰგავს გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის ხმას.

„ეს ჩანაწერი ფარულიც რომ არ იყოს, ღიად აცხადებენ და მე მგონი მათი პიარტექნოლოგები რუსეთიდან ამის შესახებ ღიად საუბრობენ. ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია, ფარულ ჩანაწერებზე რომ არ ვისაუბროთ. მე მინდა განვაცხადო, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, შეიტანოს დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში. ეს არავის არ გამოუვა“, - განაცხადა ბახტაძემ.

„ღირსეულად შეხვდით დამარცხებას“ – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა >>

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მოწყობას აპირებს, ხოლო თავად ოპოზიციურ პარტიაში ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გამარჯვებისთვის ემზადებიან და სხვა სცენარებს არ განიხილავენ.

კენჭისყრის თარიღის დანიშვნამდე პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობს, თავის ბლოგში დაწერა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დეკემბერში „ცვლილებების ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“ მოხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0