„რა რევოლუცია?!" – ვაშაძემ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ყალბი უწოდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში რევოლუციის დრო არ არის.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ აუდიოჩანაწერს, რომელშიც თითქოსდა ის და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში რევოლუციის შესახებ საუბრობენ, ყალბი უწოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა>>>

აუდიოჩანაწერი სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“ უკრაინულმა ვებ-გვერდმა zdes.com.ua გაავრცელა. მასში ადამიანი მიხეილ სააკაშვილის ხმით დანანებით საუბრობს, რომ ოპოზიციური გაერთიანება „რევოლუციისთვის განწყობილი არ არის“ და გააქტიურებაა საჭირო.

საპასუხოდ ადამიანი ვაშაძის ხმით ამბობს, რომ დავით ბაქრაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, და მისი მომხრეები საუბრობენ, რომ თანხის გარეშე არაფერი გამოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეორე ტურში ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძე გავიდა, ბაქრაძემ მის მომხრეებს ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანმა ყალბი დოკუმენტების საქმეში „ნაცმოძრაობის“ ხელი დაინახა

„აუდიოჩანაწერის ფიგურანტი არ ვარ, იქ ჩემი ფოტოა, ხმა კი არის ჩვეულებრივი სინთეზატორით დამზადებული სისულელე, ბოდვაა... ჩვეულებრივი ადამიანიც რომ მოისმენს, ნახავს, რომ საერთოდ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი სიტყვებით, მას სააკაშვილთან ხშირი კონტაქტი არ აქვს და არც ახსოვს, ბოლოს როდის დაეკონტაქტა მას.

„ნუ გეშინიათ, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. რა რევოლუცია?! ვის სცალია რევოლუციისთვის, ქვეყანა ასაშენებელია და ამდენი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კალაძე საქართველოში არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს უხმობს>>>

მომავალ კვირაში, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

აუდიოჩანაწერში გიორგი ვაშაძის ხმით მოსაუბრე ადამიანი ასევე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ კანდიდატს „თვითონაც არ მიაჩნია თავი კაცად, თორემ სხვას რომ მიაჩნდეს...“ და „ისეთ რამეებს ლაპარაკობს, რომ ხალხი ჭკუიდან გადადის“.   

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: პირველმა ტურმა აჩვენა, რომ იყო პრობლემები, ხალხი გაბრაზებულია

შემდეგ სააკაშვილის მსგავსი ხმა ისმის, რომელიც ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია გადავავადოთ ამათი (ხელისუფლების – რედ.) დამხობა ან დროზე დავამხოთ“. თუმცა, თუ საუბარი რიგგარეშე არჩევნებს შეეხება, „უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე“. „არის დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს“.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სიტყვებით, პარასკევს გიორგი ვაშაძე უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, სადაც უკრაინელ სამართალდამცველებს მიმართავს, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ გამოძიება ჩაატარონ.

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგად რჩება. ეს პარტია ამ დრომდე რჩება ქვეყანაში მეორე პოლიტიკურ ძალად.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0