მაჭავარიანი: „საქართველოში უმუშევრობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBდინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
დინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატება და ამასთან განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების კუთხით მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკაა, რომლის შედეგად უმუშევრობის დონე შემცირდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა >>

2018 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12,2% შეადგინა. უმუშევრად ოფიციალურად მიიჩნევა 237,4 ათასი ადამიანი, მაშინ როდესაც შრომისუნარიანად 2 მილიონი ადამიანი ითვლება. ყველაზე მეტი უმუშევარი არის ქალაქად (18,3%), ხოლო სოფლად - 6%.

„უმუშევრობის დონემ უკვე მიაღწია ისტორიულ მინიმუმს“, - განაცხადა მაჭავარიანმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

მამაკაცი ბანკომატთან - Sputnik საქართველო
„შავსიელები" კრედიტების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას 3 დეკემბრიდან გაეცნობიან

„ჯერ კიდევ შორს ვართ იმისგან, რაც გვინდა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრულია და ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ვისაუბროთ ტემპებზე. შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს პრეტენზიები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაკი მიზანი შორს არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზიდან უნდა გადავუხვიოთ, რადგან მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2009 წელს - 18,3%, ხოლო ყველაზე დაბალი 2017 წელს - 13,9%.

„საქსტატის" მეთოდოლოგიის თანახმად, უმუშევრად ითვლება 15 წელს ზემოდ ასაკის ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის პერიოდის შვიდი დღის განმავლობაში და სამსახურს ეძებდა გასული 30 თვის განმავლობაში, იმავდროულად, მზად იყო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად.

ყველა ახალი ამბავი
0