შსს-მ კანონიერი ქურდ ლავასოღლის ადვოკატის განცხადებას ტყუილი უწოდა

© photo: Sputnikშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთში წინასაექსტრადიციო პატიმრობაშია

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შსს-მ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავასოღლი თურქეთში საპატიმროდან გაათავისუფლეს.

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“დააკავეს >>

იმის შესახებ, რომ გორაძე თავისუფალია, ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში მისმა ადვოკატმა ალექსი კობაიძემ განაცხადა.

„ტელეკომპანიისა და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თურქი სამართალდამცველების მოწოდებული ინფორმაციით, ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება“, - ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გორაძე ქართველი კოლეგების შუამავლობით თურქეთში 26 ოქტომბერს დააკავეს.

პოლიცია თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“დააკავეს

ლავასოღლი საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა. ქუთაისის სასამართლომ მიმდინარე წლის 21 ივლისს ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება ბრალი.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს მინდია ლავასოღლი აღიარებული იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით ჯგუფი აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ფულის გამოძალვას, ე.წ. ობშიაკის შეგროვებას და მის განაწილებას. გარდა ამისა, გორაძე აგვარებდა დავებს მეწარმეებსა და რიგით მოქალაქეებს შორის.

„ქურდული გარჩევა“, გამოძალვა, ყაჩაღობა – საქართველოში ექვსი ადამიანი დააკავეს >>

2014-2015 წლებში გორაძეს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან საქართველოში, რომლებიც მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ. ის მათ აძლევდა მითითებებს და „ქურდული ობშიაკის“ თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებდა.

კიევის პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

2015 წლის 24 თებერვალს მინდია ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ  შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.

18 ივლისს სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის და ლავასოღლისთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0